ამერიკული გამოცემა: გოგა ბითაძეს მრავალმხრივი არსენალი აქვს

სტატიის ავტორი

პრესტიჟული ამერიკული ვებ-გვერდი, bleacherreport-ი გოგა ბითაძეს 2019 წლის დრაფტის მე-11 პიკად განიხილავს და მისთვის კარგ სიტყვებს არ იშურებს.

"შესანიშნავმა სეზონი და კოლეჯებში მყოფი ახალგაზრდების ნაკლული პოტენციალი გოგას დრაფტზე უკეთესი პოზიციის დაკავებაში დაეხმარა.

19 წლის ცენტრი ადრიატიკის ერთ-ერთი საუკეთესო კონტრიბუტორია, ევროლიგაში კი მისი საშუალო მონაგარი 13.1 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.9 დაფარებას შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის კრეატიული მსროლელი (რაშიც, პატივცემულ ამერიკელებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები) ან ბრწყინვალე ათლეტი, იგი ძალიან კარგად იყენებს ხელებს, მოძრაობებს და მობილურობას კალათის ქვეშ, სადაც მას მრავალმხრივი არსენალი აქვს.

სროლის გაუმჯობესებული პროცენტი მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ბითაძე ყველაზე ცუდ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარება გუნდს, თუმცა მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს," - წერს bleacherreport-ი.скачать dle 12.1








0
თარიღი: 28-02-2019, 23:48
0
269
---

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх