საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


Google-მა თავისი ორი ახალი სმარტფონი წარადგინა

personuser access_time11-10-2018, 17:02
კომპანია Google-მა თავისი მოწინავე სმარტფონები Pixel 3 და Pixel 3 XL ნიუ-იორკში პრეზენტაციაზე წარადგინა.
- წინა მოდელებთან შედარებით, ახალი მოწყობილობების ეკრანები უფრო დიდია, კერძოდ პირველის 5,5 დუიმი და მეორის 6,3 დუიმი Pixel 2-ის და Pixel 2 XL-ის 5 დუიმის და 6 დუიმის წინააღმდეგ. ამასთან თავად მოწყობილობების ზომები ფაქტობრივად არ შეცვლილა.
- Pixel 3 XL-ს ეკრანის ზედა ნაწილზე გაუჩნდა ზოლი, როგორც Apple-ის სმარტფონებს აქვს. მეორე მოდელს ის ძველებურად არ აქვს.
- ტელეფონებში დაყენებულია უსაფრთხოების ჩიპი Titan M - ის მონაცემების შენახვაზეა პასუხისმგებელი. თითის ანაბეჭდების სკანერი ძველებურად Pixel-ის უკანა პანელზეა 



- ახალ ფლაგმანებს წინა მხარეს აქვს ორი კამერა, ორივე 8 მეგაპიქსელის მოცულობის. ერთის გამოყენება შეიძლება სელფისთვის, მაგალითად, თუ ფოტოზე ბევრი ადამიანი უნდა მოხვდეს. სპარტფონებს უკან კვლავ ერთი კამერა აქვს (12,2 მეგაპიქსელი).
- სპეციალური ფუნქციის დახმარებით Google-ის სმარტფონები შეძლებენ ზარებს მეპატრონეების ნაცვლად უპასუხონ - ისინი დამოუკიდებლად გაშიფრავენ თანამოსაუბრის ტექსტს და გამოიტანენ მას ეკრანზე. შესაძლებელია დამრეკავს სმარტფონის მფლობელმა სტანდარტული ფრაზებით უპასუხოს, რომელსაც მის ნაცვლად რობოტი წაიკითხავს.
- ახალი ფუნქცია Top Shot-ი გადაღებული კადრებიდან საუკეთესოს აარჩევს. ტელეფონი თავად წაშლის გაბლარულ ფოტოებს და კადრებს, რომლებზც ადამიანებს თვალები დახუჭული აქვთ.
პრეზენტაციაზე Google-მა დააანონსა ასევე უსადენო დამტენი სახელწოდებით Pixel Stand-ი, რომელიც 79 დოლარი ეღირება. მოწყობილობების უსადენო დამტენით აღჭურვა შესაძლებელი გახდა შუშაზე გადასვლით, რომლისგანაც დამზადებულია Pixel 3-ის და Pixel 3 XL-ის უკანა პანელები.

ახალ სმარტფნებს ბაზარზე 18 ოქტომბრიდან გაყიდიან. ცალკეული მოდელის ფასი სულ მცირე 799 და 899 დოლარია.

წყარო:IMEDINEWS.GEскачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია