საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თხილის ფასი: რა არის და რატომ მერყეობს თხილის ღირებულება

personuser access_time3-10-2018, 15:30
დღისთვის, ოზურგეთში, თხილის ფასი კვლავ ერთი ცალის ვარგისიანობის მიხედვით განისაზღვრება. ოღონდ, როგორც თხილის ჩამბარებელი ადამიანები ბრაზობენ,  კიდევ ახალი მიდგომაა  „გამოგონილი“,  რა თქმა უნდა, ისევ გლეხის საზიანოდ.
როგორც გავარკვიეთ, დილიდანვე თხილის მიმღები პირები ხვდებიან სოფლებიდან ჩამოსულ გლეხებს და  ასეთ წინადადებას სთავაზობენ: თუ ათ ცალ თხილში მხოლოდ სამს ექნება საღი გული, 30 თეთრს გადაიხდიან, ხოლო თუ უფრო მეტს, მაშინ _ 35 თეთრს. კითხვაზე _ თუ ათიდან ათივე კარგი აღმოჩნდება, სულ ცოტა, 4 ლარს თუ გადაიხდიდნენ, _ გვიპასუხეს, რომ ასეთ შემთხვევაშიც მხოლოდ 35 თეთრს გადაიხდიან.
თხილის ფასის ასეთ „თამაშს“ მიზანმიმართულს და მხოლოდ გლეხის საზიანოდ მოგონილ აფიორას უწოდებენ რიგითი ადამიანები. გასაყიდად სოფლებიდან ჩამოტანილი თხილი ზოგს ისევ სახლში მიაქვს, ზოგიც თხილის მიმღებ სხვა პირთან გარბის, უკეთესი პირობების შეთავაზების იმედით.
_ სულ მცოცავ ოკუპაციაზე რომ არის საუბარი ამ ტელევიზორში, ამ მცოცავი ფასით და დაავადებით რომ ვიხრჩობით, ამაზე იყვირონ. გეკითხებით, რაღა გარეშე მტერს წავუღივართ ტერიტორიიანად და რაღა შინაურს  გავუძარცვავართ და შიმშილით დავუხოცივართ, რა განსხვავებაა, იქნებ, გვითხრას ვინმემ? ან ეს ლოზუნგები: „ვიბარებთ მაღალ ფასში“,  „ვიძლევით  უმაღლეს ფასს“ _ ჩამოყარონ და მოაშორონ აქაურობას, ყველამ როგორ დაკარგა ნამუსი?_ გვითხრეს თხილის ჩასაბარებლად ჩამოსულმა თხინვალის და და ჭანიეთის მცხოვრებლებმა.
სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, თხილის ფასი უფრო დაიწევს მარიამობის დღესასწაულის მოახლოებისას, როგორც ეს ფერიცვალების დღესასწაულის წინა დღით მოხდა.
скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია