საქართველოსთვის კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება კვლავაც გამოწვევაა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

სტატიის ავტორი

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხელისუფლებისათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კორუფცია საქართველოში კვლავაც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

მათი რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის ასეთია:

„ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გზით), რაც შესაძლებელს გახდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შეჩერებას.
პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლის და მათზე გავლენის მოპოვების მცდელობები.
შეწყვიტოს არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში.
შეწყვიტოს შეტევა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამოქალაქო ჯგუფებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს კორუფციის გამოძიების ფუნქცია. შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე“ , - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციებში.

კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 9-12-2019, 11:40
0
403

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх