ჟიული შარტავას სახელობის თასის ფინალი ამერიკულ ფეხბურთში

სტატიის ავტორი

ხვალ, 2 მარტს, 15:00 საათზე ვაზისუბანში, ახალ სარაგბო ბაზაზე გაიმართება ჟიული შარტავას სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ამერიკული ფეხბურთის გუნდები, სოხუმის „უორიორსი“ და „თბილისი“ დაუპირისპირდებიან.

ფინალი გუნდებისათვის ეროვნული ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ტესტი იქნება, რომელიც 13 მარტს აიღებს სტარტს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზაქარია ჯაჭვაძე:

„ჟიული შარტავას სახელობის თასის ჩატარება ჩვენი ფედერაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი გმირებისათვის პატივის მიგება ჩვენთვის საამაყო საქმეა.

საქართველოში ამ სპორტით ძალიან ბევრი, დაინტერესებული, მონდომებული ახალგაზრდაა, რომელთა პოტენციალის რეალიზებასა და ხელშეწყობაში ასეთი ჩემპიონატები, მატჩები და ღონისძიებები გვეხმარება“.скачать dle 12.1








0
თარიღი: 1-03-2019, 20:16
0
395

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх