საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მამა-შვილი ავარიაში მოყვა - შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

personuser access_time22-11-2018, 15:13
ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ლაგოდეხში მოტოციკლი, რომლითაც მამა- შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზისტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1tv.geскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია