საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორელი მუსიკოსის ნანა პავლიაშვილის წარმატების ამბავი

personuser access_time27-11-2018, 14:11
გორში არაერთი ხელოვანი ადამიანი მოღვაწეობს წარმატებით. მათ შორის ბევრი, საკუთარ ცოდნას სხვებსაც აქტიურად გადასცემს. ერთ-ერთი ასეთი მუსიკოსი ნანა პავლიაშვილია. ის ამჯერად, ანსამბლის “ფანტაზია“ ხელმძღანელია.



პირველი სიმღერა 15 წლის ასაკში დაწერა. როგორც იხსენებს, მაშინ, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, კლასს ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი და შესაძლებლობები პირველად, სწორედ მაშინ გამოსცადა.

1990 წელს დაამთავრა, საესტრადო სასწავალებელი (ესტრადის არტისტი, ვოკალის მიმართულება). იმავე წელს დაიწყო მუშაობა, მაშინდელი რაიონის პიონერთა სასახლეში. მას შემდეგ იყო - ბევრი სირთულე, კრიზისი და ამის მიუხედავად წარმატებული წლები.

“პირველ ანსამბლს, რომელიც იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალური ერქვა "ახალი თაობა“. ახლა, იმ თაობის შვილები მღერიან ჩემთან, უკვე ანსამბლ "ფანტაზიაში". ძალიან მიხარია რომ ის თაობა ისევ ისე მეგობრობს . იყო ჩავარდნის პერიოდები, მიმუშავია 5 ბავშვთენ. დიდი შრომა, ფანტაზია ჭირდება , რომ დაიმკვიდრო ადგილი ისეთ გარემოში, სადაც ბევრი ნიჭიერი ვოკალისტი მუშაობს. მთავარია, შენი სახე, შენი სტილი არ დაკარგო, მიუხედავად იმისა როგორ გხვდებიან თავიდან. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ანსამბლს მართლაც აქვს თავისი ხელწერა.სიმღერებს, ძირითადად მე თვითონ ვწერ მათთვის“- ამბობს ნანა პავლიაშვილი.



ნანა პავლიაშვილის შემოქმედებასა და პროფესიულ ზრდაში წვლილი მის პედაგოგებს მიუძღვით, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მუსიკოსი, მათთან გატარებულ პერიოდებსაც იხსენებს.

“მახსენდება, მე-2 მუსიკალურ სკოლაში სოლფეჯიო- მუსლიტერატურის პედაგოგი - ლარისა კოვტუნი (ის აღარაა ცოცხალი), რომელმაც მომისმინა,მაშინ ჯერ კიდევ მოზარდი და მითხრა:' შენ უნდა წერო სიმღერები.. მთავარია არ გაჩერდე'. მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია, შემდეგში ჩემს არჩევანზე. დიდი მხარდაჭერა მქონდა, ბატონ ალექსანდრე ბასილაიასგან, რომელიც ,ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსს,რჩევებს მაძლევდა.. მითხრა, ძალიან ლამაზი მელოდიებია, შენ უნდა გააგრძელო სწავლა და ბევრი იმუშაო შენ თავზე. სწორედ მისი დახმარებით მოვხვდი, საესტრაადო სასწავლებელშიც, სადაც უკვე ნუნუ გაბუნიას ჯგუფში აღმოვჩნდი... ოთარ ბახტაზე, გულიკო გურგენიძე- ასეთი შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ.
მიხარია რომ ჩემი სიმღერები არის ასეთ შესანიშნავ მომღერლების რეპერტუარში,როგორიცაა გიორგი შალვაშვილი, პაატა ხაჩიძე,ნათია ქველაძე,რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღრალი,ეთერ ბერიაშვილი.."-გვიყვება ნანა პავლიაშვილი.

მუსიკოსი ძირითად მიღწევებად, ბოლო პერიოდში გადაღებულ კლიპებს “ჩვენი გორი“ და "გავაფერადოთ სიკეთით სამაყარო“ მიიჩნევს. როგორც ამბობს, მათში, ანსამბლმა საკუთარი სათქმელი ფართოდ გადმოსცა.

“ძალიან ვამაყობ ჩემი ორი კლიპით. პირველი, რომელიც მივუძღვენით ჩვენს ქალაქს-“ჩვენი გორი“ და სადაც, მაქსიმალურად ვაჩვენეთ ჩვენი ქალაქი, თავისი კოლორიტებით. მომღერლებით, სპორტცმენებით, მსახიობებით, მწერლებით. სულ ახლახანს კი, გვქონდა პრემიერა კლიპისა "გავაფერადოთ სიკეთით სამაყარო“-სახელწოდება ყველაფერს ამბობს. ორივე კლიპი გადაიღო "nine line production- მა და რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა. კლიპების გადაღებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ ანსამბლი "ფანტაზია“ არამედ, უამრავი ჩვენი მეგობარი, ქართული ესტრადის მომღერალი. სხვათაშორის, არასოდეს არავის, არცერთ პროექტზე არ უთქვამს უარი. მათი უზომოდ მადლიერი ვარ. მინდა გამოყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, კომპოზიტორი,სიმღერების არანჟირების ავტორი ცირა ბზიშვილი. ის ყოველთვის მაძლევს სტიმულს არ გავჩერდე და ვწერო. ძალიან გვიდგას გვერდში და ანსამბლს ეხმარება შესანიშნავი მუსიკოსი, თამაზ აბრამიძე“.


მუსიკოსის შეფასებით, გორში კონკურენცია დიდია, რადგან არაერთი მუსიკალური სტუდია და ხელოვნების სკოლა ფუნქციონირებს.

“გორში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც თავისებური სტიმულია, რომ მეტი გააკეთო. ყველა, ვინც ჩვენს სფეროში მოღვაწეობს, უნიჭიერესი ხელოვანი ხალხია. ყველას თავისი სტილი და ხედვა აქვს. ამიტომაცაა საინტერესო მუშაობა. ყველა ბავშვი ვერ გახდება პროფესიონალი მომღერალი ან მუსიკოსი, მაგრამ ,დარწმუნებული ვარ, გაყვებათ მუსიკის სიყვარული, ეცოდინებათ შრომის ფასი და,რაც მთავარია, ადამიანების, მეგობრების სიყვარული, რაც გვაქვს ყოველთვის ხაზგასმული. ჩვენ მაქსიმალურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა საქველმოქმედო აქციაში. ეს თაობა აბსოლუტურად განსხვავებულია, თავისუფალი და ამიტომ საერთოდ არ მიჭირს მუშაობა. პირიქით, ერთად ვარჩევთ რეპერტუარს, ერთად ვმსჯელობთ რა როგორ ჯობია, ყველა კონცერტის შემდეგ ვარჩევთ სად რა შეცდომა დავუშვით(ჩვენ ხომ ცოცხლად ვმღერით). სიმღერების ტექსტებიც ,უმეტეს შემთხვევაში, ჩემია, თუმცა, მაქვს სიმღერები ჯემალ ინჯიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ნუნუ ოთარაშვილის, მიშა შაფთოშვილის ლექსებზე. აგრეთვე ვმუშაობ, სიმღერების ტექსტების თარგმანზე. თუმცა ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება მაინც ბავშვებთან ურთიერთობაა“- ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ნანა პავლიაშილმა.
ნანა პავლიაშილის მოსწავლეები, წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი მათგანი ავსტრიაში მოღვაწე ია ღვინიაშვილია,იტალიაში - ქეთი ნონიკაშვილი. პედაგოგს მათ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია