სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან მისალოცი წერილი მიიღო

სტატიის ავტორი

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან მისალოცი წერილი მიიღო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს და მანდატის შესრულებისას წარმატებას უსურვებს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო", – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх