საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ფრანგული აქცენტით

personuser access_time29-11-2018, 20:55
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტად ქალი აირჩია. 28 ნოემბრის არჩევნებზე,სალომე ზურაბიშვილს მხარი, ამომრჩევლის 59.52 %-მა დაუჭირა. მმართველი გუნდის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვების აღსანიშნავად, პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე ქუჩაში გავიდა და ხალხს მადლობა პირადად გადაუხადა.

“ მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, რომელიც დადის ქუჩაში და, რომელიც არ არის მოქალაქეებისგან ჩამოშორებული. ვნახოთ, რამდენად გამომივა. ახლა მაქვს ძალიან დიდი გეგმები, ჯერ-ჯერობით ემოციების ქვეშ ვარ“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



გამარჯვება, პარტიის ცენტრალურ ოფისში იზეიმეს “ქართული ოცნების“ წევრებმაც. გუნდის ლიდერებმა მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გამარჯვება, წუხელისვე მიულოცეს.

“მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მოიპოვა მოსახლეობისგან და ვუსურვე წარმატებები. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორად ამ რიგის ამოცანა გახლავთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება უკვე მიულოცა, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

“საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, მზად ვართ, თანამშრომლობა დავიწყოთ როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



დღეს კი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ პირველი ვისგანაც დღეს მილოცვა მიიღო, ეს იყო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

“შეგრძნება იყო ფანტასტიკური, როცა დილიდან პატრიარქთან ვიყავი. მან დღეს პირველმა მომილოცა და მთხოვა, რომ მოვსულიყავი საპატრიარქოში, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად“-ამბობს ზურაბიშვილი.



სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ 16 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც იგი ფიცს ოფიციალურად დადებს, ორბელიანების სასახლეში იცხოვრებს. გამარჯვებული კანდიდატის აზრით, ორბელიანის სასახლე უფრო ევროპული ტიპის მქონეა, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია, მისი მასშტაბურობით.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია