გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას კვირას შიდა ქართლიდანაც შეუერთდებიან

სტატიის ავტორი

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, თბილისში დაგეგმილ აქციას კვირას, შიდა ქართლიდან ათასობით მხარდამჭერი შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება გორში, “ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივ ორგანიზაციაში გააკეთეს. “ნაციონალურიმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო და 2 დეკემვერს, რუსთაველის გამზირიდან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, ფილარმონიაში მხარდაჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა. ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და ამიტომ მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა. გაერთიანებაში ფიქროენ, რომ არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

ავტორი: თათია გოგოლაძე

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх