ლევან იზორიას თქმით, ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

სტატიის ავტორი

ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული, - ამ განცხადებით უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, დაუმორჩილებლობაზე სამხედროების და პოლიციის მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას.

ლევან იზორიამ ეს განცხადება საბრძოლო მომზადების ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

შეუერთდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ქუჩის აქციებს "ევროპული საქართველო", დღეს გაირკვევა. პარტია საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში 15:00 საათზე იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პროტესტის გზით პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება მისაღებია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება.

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შედეგებს არ ენდობა და მოსახლეობასა და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх