საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დაგეგმილი საპროტესტო აქცია დედაქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერები კვირას შეიკრიბებიან

personuser access_time30-11-2018, 18:58
“კვირას, ყველას დავანახოთ რომ ფულის, მოსყიდვისა და ჩაწყობების გარეშე, მთელი საქართველო დადგება ფეხზე“ -ამ სიტყვებით ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

არჩევნების მეორე ტურის დასრულებისა და შედეგების გამოცხადების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა. მათი განცხადებით, 28 ნოემბრის არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან, ხმის მიცემის პროცესი დარღვევების, ძალადობისა და დაშინების ფონზე წარიმართა. “ძალა ერთობაშია“-ს ლიდერებმა საზოგადოებას, ახლადშემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეკრებილებს ტელეხიდის საშუალებით, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და მათ, ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

“ ჩვენ არასდროს ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვინ ვართ, რომ ეს ვაღიაროთ? ჩვენ ვინ ვართ, რომ საკუთარი შვილების მომავალზე უარი ვთქვათ. ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ამიტომ კვირას თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, საქართველო დადგება ფეხზე. ჩვენ მოვიპოვეთ გუშინ პირველი გამარჯვება, ნახეთ, როგორი დაშინებულია ივანიშვილი. ჩვენი მთავარი გამარჯვება არის წინ. თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე, მე გეკუთვნით თქვენ, ვეკუთვნი საქართველოს და თქვენს მომავალს, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, ვერ დაგვამარცხებენ, აუცილებლად გავალთ ბოლოში“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონია კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არ იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს“-ეს განცხადება კი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მხარდამჭერებსთამარ ჩარკვიანმაც მიმართა. მისი განცხადებით, “დასაცავი გახდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონაპოვარი. ამიტომ ის გამოსავალს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში ხედავს.

“ მე პირადად ღალატი არ მჩვევია და ბოლომდე მივყვები გაერთიანებულ ოპოზიციას. ახლა დაყოფა ღალატის ტოლფასია. ეს პარტია, რომელიც უკვე ჩამოვაყალიბე და მას ჰქვია „კანონი და სამართალი“ ზუსტად იმ ადამიანებისთვის იქნება კარები ღია, ვისაც კიდევ რაღაც ხინჯი აქვს ჩარჩენილი. ისინი ჩვენი ბრწყინვალე თანამოქალაქეები არიან, მობრძანდნენ ამ პარტიაში, ეს იქნება გარანტი, რომ გაგრძელდება ინსტიტუციური მშენებლობები, რაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. არ განმეორდება ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც იყო ხელისუფლების დროს. თქვენი იმედით ვართ, ჩვენ არავინ არ ვართ თქვენს გარეშე, სრულიად არავინ არ ვართ. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს, რაზეც მე გავიზარდე და ეს რაღაც არის, „მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“-განმარტა თამარ ჩარკვიანმა.

2 დეკემბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურნენ სახელისუფლებო გუნდშიც. გაერთიანებულიოპოზიციისგეგმებს "ქართულოცნებაში" კრიტიკულადაფასებენ.პრემიერ-მინისტრისშეფასებით, თუგაერთიანებულიოპოზიციისმიერკვირასდაანონსებულიაქციისდროსრაიმესახისდარღვევადაფიქსირდება, მასკანონისსახელითგაეცემაპასუხი. ამავე აზრზე არიან ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

“ ავანტიურისტი, არაადეკვატური მოწოდებები და რევოლუციური სცენარია, სააკაშვილი ეკრანიდან მიესალმებათ, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას ვაშაძისა და ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი არ აინტერესებს. ამასთანავე, საერთაშორისო დამოკიდებულება არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ და ამ ვითარებაში „ოპტიმალური“ გადაწყვეტილება მოიგონეს, რომ შედეგები არ აღიარონ და ხალხს მიტინგისკენ მოუწოდეს. გაერთიანებულ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ პოზიტიური, კონსტრუქციული და რეალური ოპოზიცია იყოს. ეს ოპოზიცია საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია, რომელიც მოწოდებულია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაია შექმნას“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია, კვირას 15:00 საათზე დააანონსა. პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციას მშვიდობიანი ფორმა ექნება. უკვე ცნობილია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, დედაქალაქში შიდა ქართლიდანაც წავლენ.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია