საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ის საქართველო, რომელმაც შენ გაგწირა, შენთან ერთად გაქრა, მამი“ - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

personuser access_time1-12-2018, 18:05
ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთი წელი გავიდა. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობა 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა.


სისხლიანი გარჩევის დროს, ლევან დადუნაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით სარალიძე კი, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.




სარალიძის მკვლელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ზაზა სარალიძე შვილის მკვლელის დასჯას თვეებია უშედეგოდ ითხოვს.





შვილმოკლულმა მამამ დღეს, სოციალურ ქსელში წერილი გააავრცელა.

“ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი, როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ, მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია, მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში, ყოველ დღე გეძებ, მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ .

შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი, რაც მახარებდა. იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც.

ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო.

შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს, ის საქართველო რომელმაც შენ გაგწირა.

პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის, შენი სახელის შელახვას. ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.

მიყვარხარ და მენატრები მამი.

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის“-წერს ზაზა სარალიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.


დღეს, 2 საათზე, რუსთაველის გამზირზე საზოგადოება შეიკრიბა და ტრაგედიის ადგილამდე მსვლელობა მოაწყეს. ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე, ადგილზე, სადაც მის შვილს ცივი იარაღით 17 ჭრილობა მიაყენეს, მესამედ იმყოფებოდა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია