საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს? - ახალბაღში გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს

personuser access_time3-12-2018, 14:18
ცოტახნის წინ გორში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის წინ გაუჩინარებული, 12 წლის ზაქრო ბერძნიშვილის სამძებრო სამუშაოები განაახლა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე ნიჩბები მიიტანეს და გათხრის სამუშაოებს აწარმებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნებიერიძემ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ.

სამართადამცველებმა გორის კულტურისა და დასვენების პარკში მასშტაბური ოპოერაცია 16 ნოემბერს დაიწყეს.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია