„ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

სტატიის ავტორი

ზუგდიდის მე – 6 საჯარო სკოლის დირექტორის წეზოლის ფაქტთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზუგდიდის მე -6 საჯარო სკოლის დირექტორი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმეს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად ქალბატონი ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელა, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშომლებმა , ნოდარ წამალაშვილმა და ელისო ჯაფარიძემ. მათ აბსოლუტურად უკანონოდ და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები, პირველ და მეორე ტურებს შორის, ზუგდიდის მე -6 საჯარო სკოლის თანამშომლებზე და ამ სკოლის დირექტორზე ქალბატონ ია კერზაიაზე. ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან , ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი ამ ორი ადამიანის მიერ. ქალბატონი ია, არის უმძიმეს მდგომარეობაში , რეანიმაციაში იმყოფება და მას გამოჯამრთელება მინდა ვუსურვო. მინდა მივმართო განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომ გამოცხადდეს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე და პასუხი გასცეს იმ კითხვებს ,რომელიც არსებობს ,როგორც ამ და სხვა უამრავ საქმეზე. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით „ქართული ოცნება“ ცდილობდა ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიღებას სკოლის დირექტორებისგან და პედაგოგებისგან. ამასთანავე, „ევროპული საქართველო“ ვსვამთ როგორც ინსპექტირების სამსახურის სამმართველოს უფროსის და ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს”-აცხადებს კახიძე.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх