ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე იმსჯელეს (ვიდეო)

სტატიის ავტორი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх