საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტელეკომპანია “დია“ ამერიკელ პარტნიორებს მასპინძლობს

personuser access_time4-12-2018, 00:21
ტელეკომპანია “დია“ ამერიკის შეერთებული შტატების, ერთ-ერთი წარმატებული ტელეკომპანიის WICU-ის წარმომადგენლებს მეოთხედ მასპინძლობს.


შიდა ქართლის წამყვან არხს ამჯერად, ტელეკომპანია WICU -ს დირექტორი პემ ფორსაიტი და მულტიმედია ჟურნალისტი ჯეიმისონ ჰიქსენბოსი სტუმრობენ. ისინი შიდა ქართლში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან და ტელეკომპანია “დიას“ თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ. წინა ვიზიტებისას, ამერიკელმა კოლეგებმა ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციები მისცეს, რომლის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი წარმატების გარანტია არსებობს.


“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამერიკელი პარტნიორების მიერ მოცემული რჩევების გათვალისწინებას. მათ შეიმუშავეს და დატოვეს წინა ჩამოსვლისას ის ძირითადი პრინციპები, რასაც უნდა მივყვეთ. ფაქტობრივად განიხილავენ ყველაფერს და ვეცდებით ახლიდან დავსახოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება მედიას მდგრადობაში. არის გარკვეული პრიორიტეტები რომლებსაც გავითვალისწინებთ შემდგომში. ეს არის მულტიმედიის მიმართულების დანერგვა ტელევიზიაში და გაყიდვების კუთხით არხის გაძლიერება“-აღნიშნა ტელეკომპანია “დია“-ს დირექტორმა მაია ტატულაშვილმა.


“ ჩვენი წინა ვიზიტის შემდეგ, ბევრი რამ დაგვხვდა შეცვლილი. მაგალითად, ჟურნალისტების ქურთუკები, რომლებსაც “დია“-ს ლოგო აქვს დატანილი. ეს არ იყო აქამდე. გრაფიკა შეიცვალა სტუდიაში, შეიცვალა მიდგომები ბიზნესის წარმოების მიმართ. გაყიდვებში საკმაოდ კარგი შედეგები გაქვთ“ - განაცხადა, პემ ფორსაიტმა, რომელიც ამერიკული ტელეკომპანიის დირექტორია.




მულტიმედია ქართულ მედიასივრცეში სიახლეს წარმოადგენს. მულტიმედია ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე საქმის კეთებას თავს, ერთდროულად ართმევს. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომპანია “დია“-შიც იგეგმება. ტრენიგების ჩასატარებლად, არხის ჟურნალისტებთან ამერიკელი მულტიმედია ჟურნალისტი ჩამოვიდა.

“ზოგადად საქართველოში და თქვენ ტელევიზიაში ახალია მულტიმედია ჟურნალისტიკა. ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი. რადგან ერთ ადამიანს უწევს მთელი ჯგუფის სამუშაოს შესრულება. ეს იქნება ტექსტის წერა, გადაღება, დამონტაჟება და ამ ყველაფრის ეთერში განთავსება. ვფიქრობ, რომ ბევრია სასწავლი, მაგრამ შვძლებთ ყველაფრის გაკეთბას და ამით ტელევიზიის გაძლიერებას“ - ჯეიმისონ ჰიქსემბოსი, მუტიმედია ჟურნალისტი.



პროგრამის ფარგლებში, ამერიკულ ტელევიზიაში სტაჟირება „დიას“თანამშრომლებმაც გაიარეს. არხის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, უცხოური მედიასაშუალების მუშაობისთვის თავლყური პირადად ედევნებინათ.




ამერიკელი კოლეგები გორში, საქართველოს მედიაპარტნიორობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამას ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, IREX ახორციელებს.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია