საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"პოლიციელებმა ბოევიკი და ტერორისტი მიწოდეს"- სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების, თქმით სამართალდამცავებმა მათ იარაღი ჩაუდეს

personuser access_time4-12-2018, 15:27
"უფლებები არ განმიმარტეს, თარჯიმანი დროულად არ მოგვიყვენეს და დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აგვიღეს"- ამ ხმაურიანი განცხადების ავტორები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველი და უკრაინელი მოქალაქეები აკეთებენ.
როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, მას "ბოევიკი" და ტერორისტი უწოდეს.

იგორ ორლენკო ამბობს, რომ დაკავების შემდეგ დაინახა, თუ როგორ გადაადგილებდნენ მათ ჩემოდანს, შემდეგ კი ელვის გახნის ხმა გაიგო.

„დაკავებისთანავე მოვითხოვე თარჯიმანი, ნახევარი საათის შემდეგ ვიღაც გოგო მოიყვანეს, რომელიც რუსულად ოდნავ უკეთესად ლაპარაკობდა, ვიდრე მე ქართულად. მან მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ დაკავებული ვიყავი“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

"პოლიციელებმა ბოევიკი და ტერორისტი მიწოდეს. სასტუმროში დაკავებისას ადვოკატი არ გამომიყვეს, მითხრეს, რომ მხოლოდ სასამართლოში მეყოლებოდა. კონსულის მოყვანა ვითხოვე, მაგრამ მითხრეს, რომ კონსულს ტელეფონი არ აქვს. როცა სასტუმროში დაგვაკავეს, საკუთარი თავი არ წარადგინეს, მხოლოდ სპეცრაზმმა გვითხრა, ვინ იყო. დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აიღეს. კერძოდ, პოლიციის განყოფილებაში ჩემგან აიღეს ნერწყვის ნიმუში“, - განაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, კორესტელოვმა.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ, აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და ის მათ ჩაუდეს.

შენიშვნა: "პირველი არხის" ფოტოскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია