საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

personuser access_time6-12-2018, 14:26
ნიკა რურუას დაკრძალვაზე, ვერის სასაფლაოს ეკლესიაში, ილია მეორეს მოსაყდრე, მეუფე შიომ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პარაკლისი გადაიხადა.

როგორც მიტროპოლიტმა თქვა, უწმინდესმა ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილი, დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის, ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, დიდ წარმატებას მიაღწევდა. გამოვთქვამ ძალიან დიდ მწუხარებას",- განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 4 დეკემბერს ნახეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ქართველ პოლიტიკოსს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, დღეს, 6 დეკემბერს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია