საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ცხოველისაა

personuser access_time6-12-2018, 14:58
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ადამიანის არ არის და ის სავარაუდოდ ცხოველისაა. ამის შესახებ ,,დიანიუსს“ არქეოლოგმა, ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა მასთან კონსულტაციები გათხრების წარმოების მეთოდოლოგიაზე გაიარეს.
„ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია