საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნარინჯისფერი კამპანია - 16 დღე ქალთა უფლებებისთვის

personuser access_time6-12-2018, 21:11
25 ნოემბრიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მონაწილე 154 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა. ნარინჯისფერ კვირეულს ქვეყანა, 1992 წლიდან უერთდება.

“ჩემს მიმართ უწყვეტი ძალადობა, 112-ში განხორციელებული ზარით დავასრულე. გარკვეული პერიოდი ფსიქოლოგიურ ტრავმებთან ბრძოლა მომიწია, თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა“- გვიყვება, ანა.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში, აქტიურად ჩართულ ქალებს შორის ბევრი, ოდესღაც თავად იყო მსხვერპლი. თუმცა, გაარღვიეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყეს. 25 წლის ანამ, მოძალადეს, თავი რამდენიმე წლის წინ დააღწია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ თავშესაფარში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელა.

“მას შემდეგ, რაც ძალადობრივ გარემოს თავი დავაღწიე, მეგონა პატარა ბავშვით ხელში ღია ცის ქვეშ დავრჩი. თუმცა, არა. მალევე შევიტყვე, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სპეციალური დაწესებულება ფუნქციონირებდა. სწორედ იქ დამეხმარნენ გონზე მოსვლაში. შემდეგ კი, პირველი ნაბიჯები გადავდგი ახალი ცხოვრების დასაწყებად. დღეს თავად ვეხმარებ სხვა ქალებს“-გვიყვება ანა.


ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად და ქალების უფლებების დასაცავად, არაერთი ორგანიზაცია მუშაობს. სწორედ მათი აქტიურობის შედეგია ის, რომ ქალები საკუთარი უფლებების შესახებ ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობენ. დახმარების მსურველებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევენ, შემდეგ კი, მათ ინტერესებს სასამართლოში იცავენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები“.

“ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან, პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ რეაგირების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდა. პროკურატურამ დაიწყო სწორი კვალიფიკაციის მინიჭება ძალადობის ფაქტებზე. უკვე ორი წელია შსს-ს მხრიდან მოხდა შემაკავებელი ორდერების გამოწერის დაწყება. უწყებამ შეადგინა, ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებებული კითხვარი. რომელსაც გამოძახებისას ავსებენ და ბევრად გაადვილებულია დადგინდეს არის თუ არა ძალადობის ფაქტი კონკრეტულ მისამართზე. ადევნება სისხლის სამართლის კოდექსში ჩაოდო როგორც დანაშაული, რამაც დანაშაულის გამოვლენას ასევე ხელი შეუწყო. თუმცა, სამუშაო მაინც ბევრია. საჭიროა, ყველა ფაქტზე მოხდეს სათანადო გამოძიება და საქმე სწორად დაკვალიფიცირდეს“-აცხადებს “საია“-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ბებიაშილი.

გორში, უკვე რამდენიმე წელია, ძალადობის მსხვეპლთა მომსახურების თავშესაფარიც ფუნქციონირებს. დაწესებულებით სარგებლობა შეუძლია იმ პირს, რომელსაც მიენიჭება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. თავშესაფარი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და მსხვერპლსდარჩენა 9 თვე შეუძლია.
მიმდინარე წლის თებერვლიდან კი, გაიხსნა კრიზისული ცენტრი, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლებისთვისაა შექმნილი, თუმცა დღის მომსახურებას უწევენ ბენეფიციარებს.

“თავშესაფარში მყოფ ბენეფიციარებს ჩვენ ვუწევთ, აფსოლუტურად ყველა სახის მომსახურებას. ფსიქოლოგიურს, სამედიცინოს და ა.შ. უზრუნველყოფილი არიან საკვებით, ყოველდღიური მოხმარების ნივტებიტ, კომუნალურებით.
კრიზისულ ცენტრში კი, იურიდიულ მომსახურებას, ფსიქოლოგიურს, სამედიცინო და სხვა საჭირო მომსახურებებს ვუწევთ, თუმცა, ეს ყველაფერი ხდება სამშაო საათებში“- აცხადებს თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ლამარა შაყულაშვილი.


2018 წლის მონაცემებით, 80-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა “ძალადობის მსხვერპლთა თავსესაფრით“. 170-მდე ქალმა კი, კრიზისულ ცენტრს მიმართა.
ქალებზე ძალადობრივი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა.

“ძალა ნდობას “ – შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ სახელწოდების აქცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წამოიწყო. უწყების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდაა გაზრდილი.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია