პრესტიჟული სილამაზის ცენტრი “GOLD“ და ათასობით ერთგული მომხმარებელი - საკუთარი სალონური ქსელის უპირატესობებზე ჯუნა შიუკაშვილი საუბრობს

სტატიის ავტორი

გორში მდებარე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სილამაზისა და ესტეტიკის ცენტრი, 5 წელს ითვლის. “GOLD“-ი საკუთარ მომხმარებელს, მომსახურებას ორ ფილიალში უწევს. გორელი ქალების სილამაზესა და ესთეტიკაზე, 40 პროფესიონალი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი ზრუნავს. მსურველებს კი, შესაძლებლობა აქვთ 30-ზე მეტი პროცედურით ისარგებლონ.

“ჩვენ ვიქტორინა ჩავატარეთ კითხვით, რატომ ვირჩევთ “GOLD“-ს ? მომხმარებლების პასუხები კი, ასეთია - მე ვირჩევ “GOLD“-ს რადგან, ხარისხი ფასზე მაღალია! ვირჩევ, რადგან ხარისხიანი მომსახურება, თბილი გარემო და მისაღები ფასებია! თქვენი მომსახურებები მომხმარებელთა მოთხოვნაზეა მორგებული და დრო შეუზღუდავია“- ვფიქრობ, ამ ფრაზებით ბევრი რამეა ნათქვამი“-ამბობს, ჯუნა, რომელიც აღნიშნული სილამაზის ცენტრის დამფუძნებელია.

ჯუნა ამბობს, რომ სილამაზის სფეროში ბიზნესის დაწყება, ამ დარგის სიყვარულმა გადააწყვეტინა. საკუთარი სალონის გახსნამდე კოსმეტოლოგად მუშაობდა, გადაწყვეტილების მიღებაში გარდამტეხი, მისი პაციენტების რაოდენობაც აღმოჩნდა.



“ სილამაზის ცენტრი “GOLD“-ი უკვე 5 წელია არსებობს. პირველი ფილიალი 2013 წლის 10 ივნისს გავხსენით და მოგეხსენებათ, რომ სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში, მთელ ქალაქში, ერთადერთი ქსელური წარმომადგენელი ვართ. მე პირადად, 10 წელზე მეტია კოსმეტოლოგიის სფეროში ვმუშაობ. სწორედ ჩემი პაციენტების რაოდენობამ და სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, გამეხსნა, ჩემი საკუთარი სალონი. ასე შეემატა 5 წლის წინ პირველი ფილიალი ქალაქს.
რა გამოგვარჩევს სხვებისგან-ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ცოტა რთულია, რადგან ჩვენი მომხმარებლის სიუხვეს, ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
დრო და შეუზღუდავი გრაფიკი არის კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ყველა სხვა სალონისგან გამოგვარჩევს. ნებისმიერ დროს ვცდილობთ, გავუწიოთ მომსახურება მსურველებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ღამის 11 საათზე მივიღეთ. სამუშაო დღე კი, დილის 5-6 საათზეც დაგვიწყია“- გვიყვება ჯუნა შიუკაშვილი.

გარდა იმისა, რომ საკუთარ სილამაზის ცენტრში, კოსმეტოლოგის კაბინეტი აქვს, თავადაც ამზადებს სახის მოვლის საშუალებებს. ეს არის თემა, რომელზე საუბარიც, როგორც ამბობს არასოდეს ბეზრდება.




“ ამ თემაზე საუბარი არ მღლის. რაც შეეხება პროცედურებს, რომლებსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ფილერები და კიდევ ბევრი სხვა ისეთი პროცედურა, რაც აუცილებელია ჩვენი ქალბატონების სილამაზის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. ჩვენი კოსმეტოლოგიური კაბინეტი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახის მოვლის ამ საშუალებებით. ჩვენ ასევე გთავაზობთ ლაზეროთერაპევტის მომსახურებასაც- სამი ტიპის ლაზერიტ. ესენია: ფოტოლაზერული ეპილაცია, დიოდური ეპილაცია და მაგნიტოოპტიკური ლაზერული ეპილაცია“-ამბობს ჯუნა.

საინტერესოა, ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რამდენად ახერხებენ გორელი ქალები თავის მოვლას. სწორედ ეს იყო ბოლო შეკითხვა, რომელიც ჯუნა შიუკაშვილს დავუსვით. მან კი გვიპასუხა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქალაქში მცოვრებ ქალებს თავის მოვლის პრობლემა არ აქვთ.

“ჩვენი სალონების ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ 25- დან 60 წლამდე ქალბატონები, თუმცა, გვყავს ძალიან ბევრი ისეთი კლიენტიც, რომელიც აღნიშნულ ასაკობრივ ზღვარში არ ჯდება. ადვილად შესამჩნევი, რომ სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულება მუდმივად ვითარდება. ძალიან მიხარია, რომ ქართველი ქალებიც არ იშურებენ ძალისხმევასამ სიამოვნების მისაღებად. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ქალების კატეგორიას ჩვენი თანაქალაქელებიც მიეკუთვნებიან. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჩვენი მომხმარებლები აქტიურად არიან ჩართული საკუთარი თავის მოვლასა და გალამაზებაში“-ასეთია ჯუნას აზრი.

სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი “GOLD“ 2018 წელს ისევ მომხმარებლისთვის დაგეგმილი სიურპრიზებით ამთავრებს და ახალ წლამდე თმის გასაჯანსაღებელ და სახის მოვლის პროცედურებზე ფასდაკლების უპრეცედენტო აქციას ახორციელებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх