საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ხელს შევუწყობთ სოფლის ექიმებს - დავით სერგეენკო

personuser access_time11-12-2018, 18:44


საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ხელს შევუწყობთ სოფლის ექიმებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მთის ხელშეწყობის პროგრამა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით ეს რამდენიმე ეტაპია, რომლის განხორციელებაც ერთდროულად დაიწყო. ერთი მხრივ, ეს არის მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ადამიანების სოციალური მხარდაჭერა, მეორე მხრივ ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ მაგალითად, დიპლომის შემდგომი განათლება მიიღონ ახალგაზრდა ექიმებმა, რომლებიც ამას ფინანსური ბარიერის გამო ვერ ახერხებენ. ამას უკვე სამინისტრო უფინანსებს. მესამე მიმართულება ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს განვითარებული.

მთლიანად, საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქციაზე ან ახლის აშენებაზე არის კონკრეტული გეგმა 2019-2020 წლის განმავლობაში. საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე, როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია