საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ" - ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრი

personuser access_time13-12-2018, 13:27


"ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ და სხვა ვალდებულებებიც აქვთ შესასრულებელი" - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

"1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაიდო შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ, რომელშიც საუბარია 34 მლრდ 200 მლნ რუბლზე, რომლის 2/3 ქართულ მხარეს უნდა დაეფარა იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 - რუსეთს.

რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის" - განაცხადა მედოევმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მედოევმა ასევე განმარტებები გააკეთა ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასოდ მკურნალობაზე:

"სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სულ 1212 გასვლა დაფიქსირდა, მათგან 65 პაციენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის პაციენტები, რომლებიც იქიდან რეანომობილებით დააბრუნეს და შემდეგ აქ გარდაიცვალნენ" - თქვა მედოევმა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია