მე-5 კლასის მოსწავლეს უფროსი ბიჭები ქუჩაში ხვდებოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ფულს სძალავდნენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

სტატიის ავტორი

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა დირექციას მოსწავლის მშობელმა შეატყობინა, რომ 12 წლის ბიჭს სკოლიდან წასვლის შემდეგ ქუჩაში ხვდებოდნენ უფროსი ბიჭები და აშინებდნენ.

"სკოლაში მოსწავლის მშობელი გამოცხადდა და დირექციას შეგვატყობინა, რომ მის შვილს ქუჩაში სკოლიდან წასვლის შემდეგ ხვდებოდნენ დიდი ბიჭები და აშინებდნენ. როგორც მშობელმა თქვა, მისი შვილი შეესწრო, ეს პირები როგორ სძალავდნენ სხვას სავარაუდოდ თანხას. ბავშვს, რომ ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა უფროსმა ბიჭებმა დააშინეს და სავარაუდოდ ფიზიკურადაც შეეხნენ. მომხდარი შსს-ს შევატყობინეთ და გამოძიება დაიწყო. ბავშვი მეხუთე კლასელია. ის ბიჭები ვინ არიან, არ ვიცით", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დაზარალებული ბავშვი სკოლაში დადის და ასევე ფსიქოლოგთანაც იმყოფებოდა.

წყარო:imedinews.ge
ფოტო: არქვივი
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх