თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სტატიის ავტორი

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დათო გუსეინოვი აბზოვის მეგობარი ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თემურ აბაზოვის წინააღმდეგ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მიმართ, ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით მას ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო დაუმძიმდა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх