“მჯერა, ოდესმე ერთ ნაბიჯს მაინც გადავდგამ“ - პარასპორტსმენის დიანა ჯიშიაშვილის ამბავი

სტატიის ავტორი

ფიზიკური ტრავმა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, დიანა ჯიშიაშვილმა 17 წლის ასაკში მიიღო. ეს 13 წლის წინ მოხდა. ის იხსენებს, რომ მაშინ, ექიმები გადარჩენის იმედსაც კი, არ იძლეოდნენ. თუმცა, იბრძოლა და დღეს შემდგარი პიროვნებაა. აქვს საკუთარი ოჯახი და ერთ-ერთი წარმატებული პარასპორტსმენია. სირთულეებზე, რომლების დაძლევაც, დიანამ საკუთარ თავს აიძულა, დღეს სხვა ადამიანებს უყვება და ურჩევს, რომ არასოდეს ჩათვალონ ესა თუ ის მოვლენა-ცხოვრების დასასრულად.

“მთავარია ცხოვრებას იმედიანად შეხედო და ყველაფერს, რაც შენ გეხება, ისე წარმართავ, როგორც გინდა“.



დასასვენებლად ყოფნის დროს, მდინარეში, მოკლედ გასაცური ნახტომი გახდა მიზეზი, იმის, რომ 17 წლის მოზარდს რამდენიმე ოპერაციის გადატანა, მართვით სუნთქვაზე ყოფნა და დროებით, სრული პარალიზების გამოცდა მოუხდა. დღეს უკვე 30 წლის დიანა, საბედისწერო შემთხვევის შემდეგ გაგრძელებულ, საკუთარ ცხოვრებას იხსენებს.

“ ოპერაციების შემდეგ, როდესაც გონს მოვედი საერთოდ არაფერი შემეძლო — არც ლაპარაკი, არც სუნთქვა,მხოლოდ თვალებს ვახელდი და უბრალოდ, მიხაროდა რომ ვხედავდი. ვუყურებდი ფოთლებს, ფანჯრიდან და უსაზღვროდ ლამაზი მეჩვენებოდა. საკუტარ თავს ვეკითხებიდი, ნუთუ შევძლებდი გამოჯანმრთელებას, სიარულს? მე ხომ გვერდზე გახედვაც არ შემეძლო, მაგრამ ისევ შინაგანი ხმა მამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.უფრო, უფლის ხმას დავარქმევდი ამ სიმშვიდის შეგრძნებას. დეპრესიაც მქონდა, ძალიან ღრმა საშინელი სულის ტკივილს ვგრძნობდი. თითქოს ყველაფერს შავთეთრად ვხედავდი. ჩაკეტილიც ვიყავი რაღაც პერიოდი. ეს ყოველივე მინდა სულ წაიშალოს ჩემი მეხსიერებიდან. სიცოცხლის სიყვარულმა მომცა ძალა… უმოძრაოდ ყოფნა მტანჯავდა და ბევრი მცდელობის შედეგად შევძელი ეტლზე ჯდომა. სულ ვვარჯიშობდი, რომ შემძლებოდა ეტლით დამოუკიდებლად გადააგილება. დავიწყე სწავლაც, დავეუფლე სასურველ პროფესიას. ძალიან დამეხმარა ხალთან ურთიერთობა. გავხდი უფრო თავდაჯერებული. დავძლიე კომპლექსები“-იხსენებს დიანა.



ამის შემდეგ იყო, პარასპორტთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია და შეთავაზება. დიანა ჯიშიაშვილი მოფარიკავე გახდა. პირველ წარმატებას უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც მესამე ადგილის მფლობელი გახდა. შემდეგ იყო არაბეთი. ახლა კი, იტალიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადება.

“ ჩემი წარმატებები ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ამდენს თუ მივაღწევდი, ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებდი. არ მეგონა ფარიკაობა ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა. განსაკუთრებული მიზიდულობა გააჩნია და ჩემი ჯამრთელობა უფრო მეტად გააუმჯობესა. ჯანსაღი ცხოვრების წესი სულს აძლიერებს. ასევე ვარ, აიტის სპეციალისტი. მაქვს ჩემი ორგანიზაცია და ამ ეტაპზე ვახორციელებ პროექტს - უფასო კულინარიის კურსები შშმ პირებისთვის და დევნილებისთვის. მინდა ჰქონდეთ პროფესია და იყვნენ დასაქმებულები“.



კარიერის გარდა, დიანამ ოჯახი შექმნა. ამბობს, რომ დაქორწინებამდე მეუღლე, მისი უახლოესი მეგობარი იყო, ახლა კი, მისი წარმატებების მთავარი გამზიარებელია. დიანას მთავარი სურვილი, ეტლიდან ადგომა და ფეხზე გავლაა.

“ ბედნიერი ოჯახი მაქვს და მინდა, სულ ასე იყოს. მინდა, მყავდეს შვილი. ვიყო მზრუნველი დედა და მეუღლე. და, მჯერა რომ აუცილებლად ასე იქნება. ჩემი მეუღლე სულ ზრუნავს ჩემს კეთილდღეობაზე და მაძლიერებს თავისი სიყვარულით. ჩემს წარმატებებში ლომის წვლილია ჩემი მშობლების“.




დიანას სჯერა, რომ მოვლენებისადმი ადამიანის მიდგომა, ბევრ რამეს განაპირობებს. ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი თავად ადამიანზეა დამოკიდებული და სხვა საკუთარ თავზე მეტ დახმარებას ვერასოდეს გაუწევს. მიუხედავად იმისა, რომ სიარული ჯერ არ შეუძლია, აბედნიერებს ის ფაქტი, რომ ცოცხალია და აქტიურ ცხოოვრებაშია ჩართული. მას სჯერა, რომ ოდესმე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს.



სიახლე ამ ეტაპზე ისაა რომ ნიუვიჟენის უნივესიტეტში ვმუშაობ სადაც ახლა დავიწყეთ ბავშვთა პარასპორტის განივითარება.
და ასევე ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის ფარიაკაობაში რომელი სექტემბერში გაიმართება.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх