საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“მერიას,საკრებულოს და ვინც არიან კიდევ“ - მინდია გოდერძიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით, გორის მუნიციპალიტეტს მიმართავს

personuser access_time14-12-2018, 15:13



ეს არის 30 კვ/მ მაღაზია...
ჩემი მაღაზია, რომელზეც ოთხი ოჯახი ვართ ჩამოკიდებული, ამ სიტყვის სრული დატვირთვით და რომელიც სხვა პატარა მაღაზიების მსგავსად სულს ღაფავს მონოპოლისტი სამაღაზიო ქსელების და ზოგიერთი სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით.
მაღაზიის გვერდით დგას ძველი დახლი, ცარიელი ყუთებისთვის. დღეს გამომიცხადა ქალაქის იერსახეზე მზრუნველი სამსახურის დასაქმებული და გამაფრთხილა , რომ ორშაბათს თუ კიდევ დახვდებათ ეს საგანი, დამაჯარიმებენ.

მე ,როგორც კანონმორჩილი მოქალაქე აუცილებლად დავემორჩილები მითითებას არა ჯარიმის, არამედ თვითმმართველობისადმი და ნორმებისადმი პატივისცემის გამო.
მაგრამ
1. შვილმკვდარი მამების მხარდამჭერ აქციაზე მისვლის მეორე დღეს "საგადასახადომ" შემოიხედა და საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას ველოდები(არჩევნების მერე) , ხურდაში ორიოდე შენიშვნა კიდევ დამიტოვეს მეორე - მესამე ვიზიტზე.
2 . მამაჩემს , განსხვავებით ბევრი თქვენგანის მშობელივით არ უღლეტია საბჭოთა თუ დამოუკიდებელი საქართველოს ბიუჯეტი და არ შეუქმნია ჩემთვის უზრუნველი მომავალი. არც მათსავით ქალაქის "მამობაზე" და ხოხბობაზე აქვს პრეტენზია, უბრალოდ მაგარი კაცია. არც მე ვაპირებ, ხელფასის გამო , კვარტალში ერთხელ, რომელიმე თქვენზეთაგანს დავუკოცნო მრავალსავარძელგამოცვლილი ტრ...
თუმცა, კი შემოგთავაზეთ, როგორც მრავალი წლის სტაჟის მქონე საჯარო მოხელემ , რომ რამე გამეკეთებინა ამ დაქცეული ქალაქისათვის, მაგრამ კომპეტენცია არ მეყო. ესეც არაფერი, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ პორტირებულ-ტრანსპორტირებული კომპეტენტურები, არანაირად არ ვერევი და არ ვჩხრეკ თქვენს ზედილეტანტურ ქმედებებს, თქვენგან მფარველობას და წაქეზებას ტუტუცი , "ვაშკაცობის" და ქართველობის დამცველი ხელის ბიჭებისას.

ვითმენ სოციალური სახის საგრანტო პროექტებიდან ვერცერთმა რომ ვერ გაქაჩა.
რომ მაწანწალა ძაღლების და მამაძაღლების რაოდენობა მკვეთრად აღემატება მოქალაქეების რაოდენობას.
რომ მიუხედავად ქარის ელექტროსადგურის პერსპექტიულობისა "შუქი"ხშირად მიდის ქალაქიდან თუ სოფლიდან.
რომ სკოლების მიმდებარე გზებზე ბავშვების მოძრაობა არაა უსაფრთხო და გაკონტროლებული.
რომ ქუჩები გადატვირთულია და ღონისძიებაა გასატარებელი.
რომ მილიონები რჩება გასახარჯი ბიუჯეტში ყოველწლიურად.
რომ მოზარდები დაბოლილები დადიან იდიოტური იერით.
რომ ხეები ისე იჩეხება კაცი არ არის გამკითხავი.
რომ ყველა ჩასარიცხი აპარატი რამდენჯერმეა გატეხილი არასრულწლოვნების მიერ.
რომ შარშან დაგებული გზები უკვე სარემონტოა.
რომ ვალებს უხდიან იმათ ვისაც ჰკიდია და ჩემნაირებისთვის საპროცენტო განაკვეთის შეღავათზე მაინც კრინტს არავინ ძრავს და უამრავი კიდევ.......

ჩემთვის ვარ ხმაგაწყვეტილი და ვცდილობ, შვილები არ მომიშივდეს და შემიცივდეს, თან კანონის ფარგლებს არ გავცდე. აბა სცადეთ თქვენც თუ გამოგივათ.

ბოლოს მინდა რამდენიმე ფოტო დავდო ზემოხსენებული სამსახურისთვის,ქალაქის იერსახეზე რომ ზრუნავს.
ეს ის ადგილებია, რომლებსაც ჩამოსული ტურისტის და სტუმრის თვალი ხედავს და ამჩნევს, თორემ ჩვენი მოდუნებული და ყველაფრისშემგუებელი მზერა დიდი ხანია შეეჩვია და არც ანაღვლებს დიდად.










დახმარებას არ გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით არსებობაში.
შემეშვით.
ნუ მაცლით ნიადაგს და ნუ მიბიძგებთ ქვეყნიდან წასვლისკენ.
არ მინდა.
ძალიან არ მინდა საქართველოს გარეშე .

იმედი მაქვს, ამ პოსტის გამო კიდევ არ გამოვკრავ ხელს რაიმე სახის ეგზეკუციას ერთი ადგილის მისაყენებლად.
ხვალ შეიძლება აღარ გათენდეს ბატონებო ან თქვენთვის ან ჩემთვის და ან არც არავისთვის, ამიტომ დღეს მოვასწროთ ბევრი კარგი საქმე, ადამიანობა, მოქალაქეობა და ურთიერთთანადგომა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მეხატებით გულზე , მაინც თქვენთან ერთად გაუმარჯოს და ღმერთმა ულხინოს ჩემს საფიცარ საქართველოს“- წერს საკუთარ ფეისფუკ გვერდზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გორის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, მინდია გოდერძიშვილი.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია