საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თელავში დღეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება

personuser access_time16-12-2018, 11:06


ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

facebook


თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყება, ერეკლე მეორის სასახლეში კი სტუმრებს 13:00 საათიდან ელოდებიან. ინაუგურაციის ცერემონია 40 წუთი გაგრძელდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007- 2012 წწ) ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.

ინაუგურაციის სცენარის თანახმად, 15:00 საათზე ჯარი მზადყოფნაში იქნება, გამოვლენ საჯარისო ქვედანაყოფების მედროშეები, შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გაიმართება ფიცის დადება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტი ფიცს დადებს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

ინაუგურაციის ცერემონიის პროცესში აუცილებელი ატრიბუტებია საქართველოს ჰიმნი, დროშა და ქვემეხებიდან გასროლა. ცერემონიის მუსიკალურ გაფორმებაზე თავდაცვის ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი იზრუნებს. ქართული პოლიფონიის საუკეთესო შემსრულებლებისგან გაერთიანებული ანსამბლები შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს და სხვა ნაწარმოებებს.

საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები:

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, საფრანგეთში.

განათლება –

1969-1972 პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი – პარიზი, საფრანგეთი

1972-1973 კოლუმბიის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა – ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები

ენები –

ქართული, ფრანგული, ინგლისური (თავისუფლად) იტალიური (სალაპარაკო)

პოლიტიკური კარიერა საქართველოში –

2016 -2018 საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი – მთაწმინდის ოლქი, თბილისი

2006 – 2010 პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“, ლიდერი

2004-2005 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სხვა ფუნქციები –

2010-2015 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში

დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში –

2003-2004 საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (თბილისი, საქართველო)

2001-2003 პრემიერ-მინისტრის აპარატი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნო, საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორი (პარიზი, საფრანგეთი)

1998-2001 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სტრატეგიული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (პარიზი, საფრანგეთი)

1997-1998 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (პარიზი, საფრანგეთი)

1996-1997 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აპარატი, სტრატეგიული და მრავალმხრივ საქმეთა მრჩეველი (პარიზი, საფრანგეთი)

1993-1996 დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (ბრიუსელი, ბელგია)

1992-1993 ნატო-ში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, პოლიტიკური მრჩეველი (ბრიუსელი, ბელგია)

1989-1992 საფრანგეთის საელჩო ჩადში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ნჯამენა, ჩადი)

1988-1989 უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენცია (CSCE), საფრანგეთის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი, კონვენციური ძალების შემცირების მანდატი (ვენა, ავსტრია)

1984-1988 საფრანგეთის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველი მდივანი, მრჩეველი სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებში (ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები)

1980-1984 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკის დაგეგმვის ცენტრი (პარიზი, საფრანგეთი)

1977-1980 საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, პირველი მდივანი (ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები)

1974-1977 საფრანგეთის საელჩო იტალიაში, მესამე მდივანი (რომი, იტალია)

გამოცემები –

1986 Que sais-je? La Géorgie – საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამოცემა, (PUF) (ფრანგულად)

2006 Une femme pour deux pays – გამომცემლობა Grasset, (ფრანგულად)

2006 „საქართველოსკენ“ – გამომცემლობა ლიტერა (ქართულად)

2008 Les cicatrices des nations- გამომცემლობა Francois Bourin (ფრანგულად)

2009 La tragédie géorgienne – გამომცემლობა Grasset (ფრანგულად)

2010 L’exigence democratique – გამომცემლობა Francois Bourin (ფრანგულად)

2007 Cahiers CERI Sciences Po N°4: La “démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections”

2007 Penser l’Europe: “What borders for Europe?”

2007 Cahier de Chaillot, Institute for security studies of the European Union (N° 102)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობას თბილისში, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში დაიწყებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია