დააჯარიმეს თუ არა 500 ლარით ქალი, რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახდა - შსს-ს კომენტარი

სტატიის ავტორი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალი, რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახდა, 500 ლარით დააჯარიმეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, აღნიშნული ქალი სამართალდამცველებს არ დაუჯარიმებიათ და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

შეგახსენებთ,რომ სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა დღეს დილით სცადა. ვიდრე ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან გადახტებოდა, მან გადაწყვეტილების მიზეზებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ტყეშელაშვილის თქმით, მან თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალის დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამ,დე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх