საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


80-ზე მეტი საპრიზო ადგილი და უცხო ქვეყანაში მრავალჯერ აღმართული ეროვნული დროშა - ნინო პატაშურის სპორტული ცხოვრების ამბავი

personuser access_time19-12-2018, 00:31
dianews.ge ამჯერად სპორტსმენ გოგოს გაგაცნობთ, რომელმაც სპორტში, კერძოდ კი, კარატე-დოსა და ტაეკვანდოში წარმატებას მიაღწია. ნინო პატაშური 9 წლის ასაკიდან მუდმივად, უმაღლეს კვარცხლბეგზე დგას. საქართველოს დროშა კი, მისი ასპარერზობის შემდეგ ზევით ფრიალებს.

სერთიფიცირებული მწვრთნელი ტაეკვანდოში, რომელიც მოზარდებს 15 წლიდან ავარჯიშებს, საკუთარ წარმატების ფორმულაზე გიამბობთ.



“მე ერთი ჩვეულებრივი სპორტზე შეყვარებული გოგო ვარ, რომელიც არც დროს ეპუება და არც სიახლეებს. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც სპორტით 8 წლის ასაკში დაინტერესდა. მანამდე კი, ფიქრობდა რომ ცეკვა იყო მხოლოდ გოგოს საქმე. ერთხელაც სპორტული რეკლამის ნახვისას გაუჩნდა სურვილი რომ შეესწავლა საბრძოლო ხელოვმება.

მოკლედ, ბევრი შესავლის გარეშე რომ დავიწყო, 8 წლის ასაკში გადავწყვიტე უფრო ძლიერი გავმხდარიყავი და ისე მერბინა, რომ ყოველ 2 მეტრში არ წავქცეულიყავი. დიახ! ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი და შრომამ და მონდომებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

9 წლის იყავი როდესაც პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი კარატეში,ეს იყო 2001 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ ჩემი სპორტიდან გამოყვანა აღარავის უცდია. მშობლების, ტრენერის, მეგობრების, თანაგუნდელების დახმარებით სულ უფრო მივიწევდი წინ და 13 წლის ასაკში 18 წლის ზევით აფსოლუტურ კატეგორიაში გავდიოდი სასპარინგოდ და ვიმარჯვებდი.



თავიდან შეჯიბრებში ბიჭებთან ვასპარეზობდი და საკმაო წარმატებითაც მქონდა. მოვახერხე და ავიღე არაერთი პირველი, მეორე და მესამე ადგილი ვაჟებში ასპარეზობისას. შემდგომ როცა უკვე გოგონების დაინტერესება გაიზარდა და კატეგორიებიც დაიყო, მათთან მიწევდა ძალების მოსინჯვა. თუმცა, დღემდე ტკბილად მახსენდება ვაჟებში ასპარეზობა. ამან თავის დროზე შიშის დაძლევა მასწავლა.



2002 წლიდან ვიყავი საქართველოს კარატის ეროვნული ფედერაციის ნაკრებში. მაქვს აღებული 80-მდე საპრიზო ადგილი, აქედან უმეტესი პირველობაა. 17 წლის ასაკი ჩემთვის სპორტში გარდატეხის ასაკი იყო. გარკვეული მიზეზების გამო მომიხდა სპორტის მიტოვება, მაგრამ რაც გიყვარს იმას ბოლომდე ვერ სთმობ. 7 წლიანი პუზის შემდეგ, 2016 წელს ისევ დავბრუნდი სპორტში და იმავე წელს მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი - პოლონეთში გამართულ, შოტოკან კარატე-დოს მსოფლიო ჩემპიონატში. ამას მოჰყვა ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დავიბრუნე 2017 წლის აპრილში ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.



მთავარი აქ ისაა, რომ მე, საკუთარ თავს დავუმტკიცე - 26 წლის ასაკშიც შემეძლო ბრძოლა და ახალი მიზნების დასახვა.

ვცდილობ ბევრი ადამიანი დავარწმუნო საკუთარ თავში. ბევრ ადამიანს ვაჩვენო სპორტის დადებითი მხარე. წავახალისო ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანი, რათა დაკავდნენ სპორტით, იყვნენ ჯანმრთელები, დაისახონ მიზნები და ჩაერთონ იმ ჯანსაღ კონკურენციაში, რაც საქართველოს დროშის - უცხო ქვეყანაში აღმართვით დაგვირგვინდება.

მინდა, ნებისმიერმა ადამიანმა ირწმუნოს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მე ვამხნევებ პირველ რიგში საკუთარ თავს, კიდევ მეტი სტიმულისთვის. სურვილი მაქვს ვაჩვენო მათ, რომ წარმატებამდე სულ მცირე მანძილია.



რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, ახლა ჩართული ვარ ტაეკვონდოში, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარული ოლიმპიური სპორტის სახეობაა. მაქსიმალურად ვცდილობ წინ წავიწიო და უფრო მივუახლოვდე ჩემს მიზანს. იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გავახარებ გულშემატკივრებს და ვასახელებ საქართველოს.

გარდა იმისა რომ ვარ სპორტსმენი, პროფესიაც მაქვს - პედაგოგი ვარ.



15 წლიდან ვარ ტრენერი, უკანასკნელ წლებში ხარისხი გავვაუმჯობესე და ახლა უკვე სერტიფიცირებული ტრენერი ვარ, ტაეკვონდოში. კარგად მესმის რას ნიშნავს ჯანსაღი თაობის აღზრდა და რა დიდი წვლილი აქვს სპორტს ამ საქმეში. ამიტომ მაქსიმალირად ვცდილობ დავაინტერესო ახალგაზრდები სპორტით და საკუთარი წვლილი შევიტანო ახალი თაობის სწორად განვითარებაში. მაქვს უამრავი გეგმა და მიზანი. ასევე იმედი, რომ განვახორციელებ და ჩემს სიტყვას ვიტყვი სპორტში. ამით კი, პოზიტიურ მაგალითს მივცემ ბევრ ადამიანს“-ასე დაასრულა საკუთარი სპორტული ამბის მოყოლა, ნინო პატაშურმა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია