საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


აღმოჩენილია ახალი კადრები – ,,19 წლის მწყემსმა არ იცოდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სმიტები დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას საკუთარი ფოტოაპარატით იღებდნენ"

personuser access_time24-12-2018, 12:37
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა,19 წლის მწყემსმა არ იცოდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სმითები დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას საკუთარი ფოტოაპარატით იღებდნენ, – ამ და სხვა ახალ დეტალებს, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, “იმედის კვირა” ავრცელებს.

მალხაზ კობაურის ფოტოები იმ ფოტოაპარატში აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა ბავშვის გვამთან ერთად გადამალული იპოვეს. როცა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა, ბევრ სხვასთან ერთად გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც – როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო. გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა, თუმცა ექსპერტიზის პასუხების თანახმად, უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა.

საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ჩანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს, წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა.

ხადიდას ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ექსპერტიზის ოქმის მიხედვით, სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში, თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში. სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისვთის ბრალი დაემძიმებიათ. თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა.

როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმითის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი იარაღის თავზე მიბჯენით არის მოკლული. ბალისტიკური ექსპერტიზით კი დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან.

ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა უთხრა.

მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო.

“გვამს აღენიშნებოდა თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, დაზიანებები განვითარებულია რაიმი მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში”, – წერია დასკვნაში.

“მაშველებმა ქალი ნახეს ასეთ მდგომარეობაში: შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე, უკანა ტანში აღმოჩნდა სპერმა, აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი ჰქონდა შიშველ მდგომარეობაში”, – ამბობს საქმის პროკურორი.

მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7 ადამიანმა ჩაიდინა.

ადვოკატი ამბობს, რომ უცხო პირებმა კობაურის თოფით მამაკაცის მოკვლის შემდეგ ის ვაზნების მოსატანად მწყემსების კარავში წაიყვანეს, თუმცა ასევე ატკიცებს, რომ კობაურს ბავშვის მკვლელობა არ ახსოვს, რადგან რაიან სმითის მკვლელობის გამო მძიმე ემოციური ზემოქმედების ქვეშ იყო. დაცვა არც იმ ვერსიას ენდობა, რომ რაიან სმითის გვამი, მკვლელობის ადგილიდან 1700 მეტრის მოშორებით წყლის დინებამ ჩაიტანა. გამოძიების ინფორმაციით, კობაურის მობილურ ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები აღმოჩნდა. ამას ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა საკუთარი ახსნა აქვს.

“პოლიციელმა რომ დაურეკა, ამან უთხრა, რომ მკვლელობა მოხდაო, იმათ არ დაიჯერეს და უთხრეს, წადი მოძებნე, ფოტოები გადაიღე და გვაჩვენეო. ხო და ესეც წავიდა, გადაუღო და ჩაუტანა პოლიციელებს”, – ამბობს ადვოკატი.

კობაურის ტელეფონში აღმოჩენილ ფოტოებზე განსხვავებული ვერსია მიაწოდა გამოძიებას ერთერთმა მწყემსმა. როგორც ირკვევა, მან 6 ივლისს კობაური სოფელ წკერეში ტელეფონების დასატენად გაგზავნა. დაგვიანების მიზეზი კი კობაურმა ასე ახსნა:

“მან მე მიპასუხა, რომ პოლიციელებს დაეხმარა გარდაცვლილი ქალის მოძენბაში, რომელიც იმყოფებოდა წყალში. თან მაჩვენა მის მიერ გადაღებული წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები. თან გვეუბნებოდა, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო. როგორც მახსოვს, ამ დღეს კობაურმა გვითხრა შეიძლება პოლიცია დაგვეცესო, თან იყო შეშინებული. როდესაც მალხაზ კობაური პოლიციელებმა წაიყვანეს, შევამჩნიე, რომ მას გააკანკალა და იყო ძალიან შეშინებული”, – ამბობს მოწმე.

საგამოძებო უწყებებს არც კობაურის დედა ენდობა და მათ მწყემსზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მალხაზ კობაურს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს და მტკიცებულებები გააყალბეს.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია