საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“საშობაო ზღაპარი“ ავსტრიაში მცხოვრები ქართველების მონაწილეობით

personuser access_time24-12-2018, 14:50
ავსტრიაში, ვენის ქართულ სათვისტომოსთან არსებულ, დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლაში “საშობაო ზღაპარი“ წარმოადგინეს.
წარმოდგენას ქართველმა პედაგოგეგებმა უხელმძღვანელეს. მათ შორის ერთ-ერთი გორელი მუსიკოსი ია ღვინიაშვილია.
სადღესასწაულო ღონისძიებას, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.








“ ასე აღვნიშნეთ შობის მოახლოება. ღონისძების ბოლოს თოვლის ბაბუაც გვესტუმრა და ჩვენის სკოლის პატარებს, ასევე სტუმრებს საჩუქრები გადასცა. უკვე მეოთხე წელია, რაც ქართული საკვირაო სკოლა არსებობს ვენაში და უკვე მეოთხე საშობაო ზეიმი ჩავატარეთ წელს. წინა წლებისგან განსხვავებით წელს ღონისძიების პირველ ნაწილში გაბრიელ მასწავლებლის ძალისხმვით დაიდგა მონაკვეთი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ხოლო მეორე ნაწილში ია მასწავლებელმა პატარებთან ერთად საშობაო ზღაპარი გაგვიცოცხლა.



განსაკუთრებული მადლობა მოსულ სტუმრებს, მათ შორის ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს.
სათვისტომოს სახელით გილოცავთ დამდეგ 2019 წელს და შობას და მადლობას გიხდით აქტიურობისთვის და ჩვენ გვერდით დგომისთვის“-წერია, მათ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.








ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია