საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორელი მოსწავლე ანა კოჩუაშვილი, FLEX-ის პროგრამა და 1 წლიანი ცხოვრების დასაწყისი ამერიკაში

personuser access_time24-12-2018, 14:55
“FLEX - ეს არის პროგრამა, რომელმაც თითოეულ ჩვენთაგანს მოგვცა შანსი, გავმხდარიყავით უკეთესები, მიზანდასახულები, დამოუკიდებელნი. ადამიანებ, რომელთაც შეუძლიათ, გარისკონ და მოერგონ იმ საზოგადოებას, სადაც მოხვდებიან. ამ პროგრამამ ასევე მომცა შანსი, შევხვედროდი ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ახლა მყავს მეგობრები ეგვიპტედან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, ამით კი - ვამაყობ“

გორელი მოსწავლე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში რამდენიმე თვის წინ გაფრინდა. ანა კოჩუაშვილი, თანატოლებს, საკუთარ თავგადასავალს - უცხო ქვეყნიდან უყვება.



მე ვარ ანა, 17 წლის და FLEX პროგრამის მონაწილე. ახლა ვიმყოფები ამერიკაში, აქ ჩამოვედი 2018 წლის 1 აგვისტოს, აიოვას შტატში. კერძოდ, Pleasantville, პატარა დასახლებაში, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 2000-ს აღწევს. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარ პატარა ქალაქში, არის ის, რომ გავეცნო ამერიკულ კულტურას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა დიდ ქალაქში რომ მეცხოვრა. ჩემს მთლიან აკადემიურ წელს გავატარებ Mrstik-ების ოჯახში.

მგზავრობა გრძელი და დამღლელი იყო. ეს ჩემი პირველი ფრენა იყო.
პირველივე ჯერზე ოთხჯერ მომიწია ტრანსპორტის გამოცვლა. გავფრინდი, 25
ქართველ ფლექსელთან ერთად ,თბილისიდან მიუნხენში, მიუნხენიდან კი, ვაშინგტონში. დაახლოებით 10 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ღამე გავათენეთ ვაშინგტონის აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში.

არ დამავიწყდება ის შეგრძნება როცა ყველა ერთად
ვცდილობდით გაგვეანალიზებინა, რომ ამერიკაში ვიყავით. სასტუმრო დავტოვეთ დილის 4 საათზე. ერთად გავემართეთ აეროპორტისკენ და სწორედ აქ მოხდა ჩვენი ჯგუფებად დაყოფა, რის შემდეგაც
გზა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდებოდა ჩვენი ოცნებებისკენ. ვაშინგტონიდან ფრენა ,მე და
დაახლოებით 4 ქართველ ფლექსელს გვქონდა ერთად, ჩიკაგოსკენ. ჩიკაგოდან კი, მარტო დავადექით გზას ჩვენს ადგილსამყოფელამდე, ჩემთვის ეს ადგილი აიოვას დედაქალაქი დე მოინი იყო. რამდენიმე, 2 საათიანი ფრენის შემდეგ უკვე ვიმყოფებოდი იმ ადგილას საიდანაც იწყებოდა ჩემი
ამერიკული თავგადასავალი.




“მამაჩემი“ წარმოშობით ჩეხოსლოვაკიიდანაა, “დედა“ კი, ინგლისიდან. ცხოვრება ამერიკის პატარა ქალაქშიც კი დატვირთული და საინტერესოა. ამ ხნის განმავლობაში, არ მქონია დღე, რომელსაც მოსაწყენს ვუწოდებ. ხალხი ზრდილობიანია, უცნობსაც კი შეგიძლია თავისუფლად გამოელაპარაკო, რადგან ყველა გესალმება, გკითხულობს.



სკოლა 28 აგვისტოს დაიწყო და ყოველი დღე სიახლეებითაა სავსე. ორშაბათს სწავლა 10:10-ზე იწყება, ხოლო დანარჩენ დღეებში 8:10-ზე. ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს 8 გაკვეთილი მაქვს, ხოლო ოთხშაბათა და ხუთშაბათს - 4 (თითო გაკვეთილი ერთ საათიანია). ყველას გვაქვს საკუთარი ლეპტოპები, რომელთაც სკოლა გვირიგებს და ყველაფერი, რაც კლასში ხდება, ერთ-ერთ ოთახშია ჩატვირთული. ძირითადად, ონლაინ წიგნებს ვხმარობთ. დღე საკმაოდ დამღლელია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინგლისურად ფიქრობ, რადგან დაძაბული ხარ, რამე რომ არ გამოგრჩეს. სკოლის შემდეგ ე.წ „Cross country” იწყება. სპორტი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ვცადო ყველაფერი ახალი და გავცდე ჩემს კომფორტის ზონას.
სხვა შტატის მონახულების საშუალება ჯერ არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ, ამისთვის მთელი წელი წინ მაქვს.



მიუხედავად ამისა, შევძელი მენახა ის ქალაქები, რომლებიც ჩემს საცხოვრებელ ადგილთან ახლოსაა და საკმაოდ კარგი მოგონებებიც შემომრჩა. სკოლის დაწყებამდე ჩემი თავისუფალი დრო სწორედ ამ ადგილების მონახულებას დავუთმე. ახლა, ძირითადად სკოლაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან ჯერ მხოლოდ მეორე კვირაა, რაც სწავლა დავიწყე და ვცდილობ, დავეწიო რიტმს, რა რიტმითაც აქ ცხოვრობენ. ყველაფერი განსხვავებულია, ამიტომ ამ მომენტში, ადაპტაცია იმ გარემოსთან, რაც ჩემ გარშემოა, რთული, დამღლელი, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნოდ ამაღელვებელი.



რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს , ყველაზე რთული კითხვა სწორედ ესაა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ვყოფილიყავი პროგრამის მონაწილე, სწორედაც რომ საკუთარი თავის წარმოჩენაა.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია