თავის მოვლა და შენარჩუნებული ახალგაზრდობა - ადამიანის ყველაზე ეფექტური სტიმულატორი

სტატიის ავტორი

ალბათ, აღარავინ დაობს, რომ ადამიანის განწყობაზე, მისი გარეგნული იერი მნიშვნელოვნად აისახება. ამ მხრივ განსაკუთრებით, მაინც ქალები გამორჩევიან. თანამედროვე სამყაროში, ქალი, რომელიც გარეგნობაზე არ ზრუნავს თითქმის იშვიათი გამონაკლისია. იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყურებოდე დღეს უკვე ბევრი რამ არსებობს - ესთეტიკური პროცედურები ადვილად ხელმისაწვდომია.

გორელების ერთი ნაწილი სალონურ პროცედურებს დიდ დროს უთმობს. არიან ისეთებიც, ვინც ამ მხრივ პასიურობენ, თუმცა მიმზიდველ იერს ინარჩუნებენ. შეხვდებით ისეთ ქალებსაც, ვისაც ან დრო არ რჩება თავის მოვლისთვის, ან ამ მხრივ დროისა და თანხის ხარჯვას საჭიროდ არ თვლის.

,,მე სისადავის მომხრე ვარ და ალბათ ამიტომ, ვცდილობ ასევე გამოვიყურებოდე. ჩემი ყოველდღიური სტილი ნაკლებად თვალშისაცემია“.

თამარი, ერთ-ერთია იმ ქალებს შორის ვინც, დანახვისთანავე მიიქცევს ადამიანის ყურადღებას. ამბობს, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. იცვამს ღია ფერებში გადაწყვეტილ სამოსს და არ ხმარობს კოსმეტიკას. მისი თქმით, ბუნებრივი იერი და მუდმივად დავარცხნილი თმა არის ის, რაც პირად კომფორტს უქმნის.

,,ისეთს არაფერს ვაკეთებ. არ მიყვარს გამომწვევი სტილი, ვიცვამ სადად და დავდივარ მაკიაჟის გარეშე. უბრალოდ, ვცდილობ სახისა და სხეულის მოვლას. მომწონს რუჯი და კანის ფერს სოლარიუმში ვიმუქებ. სხვა არაფერი. როდესაც მოვლილი ხარ და იცი, რომ კარგად გამოიყურები ეს შენზე, თავად ადამიანზე მოქმედებს კარგად. ბუნებაში ხომ, ფსიქოლოგიურ ფაქტორს და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მეც ვცდილობა ეს კანონი არ დავარღვიო“-გვითხრა, თამარმა.

გალინა ქელეხსაევა 60 წლის ახლახანს შესრულდა. ასაკის მიუხედავად მუდამ ფორმაშია, რაც მის ყოველდღიურობაშიც გამოიხატება. როგორც ამბობს, უმაკიაჟოდ და შეუღებავ-დაუვარცხნელი თმით სახლიდან არასდროს გადის. სილამაზის რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი არ აქვს, თუმცა ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას, საოჯახო პირობებში სხვადასხვა საშუალებით შეძლებისდაგვარად ცდილობს.

,,60 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა. პომადა და თვალის ფანქარი, ამის გარეშე სახლშიც ვერ მნახავთ. სახის კანს დღისა და ღამის მკვებავებით ვუვლი. როდესაც ვიცი, რომ კარგად გამოვიყურები ხასიათს ვერაფერი მიფუჭებს“-ამბობს გალინა ქელეხსაევა.

,,ძალიან მიხარია, როდესაც თავმოვლილ ქალს ვხედავ, რადგან ამაყად დააბიჯებს, სახეზე კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს“-გვითხრა, ყველაზე პატარა რესპონდენტმა.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა და კვების ჯანსაღი რაციონი პირდაპირ უზრუნველყოფს ქალის სილამაზეს. ისინი დარწმუნებულები არიან რომ მომხიბვლელობის საიდუმლო სწორედ ამ პუნქტების გათვალისწინებაში მდგომარეობს.

,,ვერავითარი გარეგანი პროცედურა ვერ უზრუნველყოფს იმას, რასაც ჯანსაღი კვბა და ჰიეგიენის დაცვით მივაღწევთ. მე პირველ რიგში ამ მხრივ გამოვირჩევი, თუმცა სალონშიც დავდივარ და გასაახალკგაზრდავებლად ყველა სახის პროცედურით ვსარგებლობ“-გვითხრა, ექიმ - დიეტოლოგმა.

ექიმ - კოსმეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალმა პირველ რიგში ყურადღება კანის მდგომარეობას უნდა მიაქციოს. სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის ,,Beauty Art“ კოსმეტოლოგი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, გორელი ქალები სახის კანის მოვლაზე ნაკლებად ზრუნავენ, რაც საერთო ჯამში, გარეგნულ ეფექტს აქვეითებს.

,,ქალმა მინიმუმ 6 თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს სახის კანი. გაასუფთაოს ის მკვდარი უჯრედებისგან. შემდეგ კი, ექიმის მეთვალყურეობით აირიდოს თავიდან სხვადასხვა გართულება. ჩემი პაციენტების უმრავლესობა მუდმივად ფორმაშია, ვგულისხმობ შერებილ თმას, გაკეთბულ ფრჩხილს, წარბს, მაკიაჟს და ა.შ. თუმცა, მათ ავიწყდებათ მთავარი-სახის კანი. ტონალურის სქელი ფენა ვერ დაფარავს იმას, რასაც შესაძლოა რამდენიმე პროცედურით ვუმკურნალოთ“- ამბობს,ექიმ - კოსმეტოლოგი კარინა კუბიაშვილი.

სპეციალისტებიც და ზოგადად მოქალაქეებიც თანხმდებიან, რომ სარკეში დანახული მოვლილი ანარეკლი, უხასიათობისა და ცხოვრებისეული პრობლემების დავიწყების, უალტერნატივო საშუალებაა.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх