საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პანკისის სპეცოპერაციიდან დღეს 1 წელი გავიდა

personuser access_time26-12-2018, 14:06


"თემირლანის მკვლელები აქ არიან" - მსგავსი შინაარსის პლაკატები გააკრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელთან. სუსთან მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა.

მათი განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სისტემის მსხვერპლია. მანამდე მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თქვა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა.

კომპლექსურმა ექსპერტიზამ, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი იარაღის გასროლისას.

დღეს პანკისის სპეცოპერაციიდან 1 წელი გავიდა. წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქციაა დაგეგმილი.

ერთი აქცია-პერფომანსი ე.წ. მოდულის შენობასთან, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ხოლო მეორე შვილმოკლული მამების აქცია 15:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია