ახლად დაქორწინებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სტატიის ავტორი

ფოტო: newposts.ge
წყარო:

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.

როგორც "ნიუპოსტს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ისინი ბესო ბარათელი და ია გვიშიანი არიან, რომლებიც ერთი თვის წინ დაქორწინდნენ.

როგორც "დიანიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх