გორში 74-წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სტატიის ავტორი

გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ 74-წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. გორში, 74-წლის ქალი 28 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 19:30 წუთზე მოკლეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1944 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაიღუპა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განხრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх