ეკა ბესელიას თქმით, სესიაზე მოსამართლეების სიის გადატანა უმრავლესობას დაშლიდა

სტატიის ავტორი

„ტექნიკური ბარიერი შევქმენი. ეს სია გადაინაცვლებდა სესიაზე. თუ არ შეჩერდებოდა ეს პროცესი, სესიაზე ამის გატანა უმრავლესობას დაშლიდა და გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ჩავთვალე რომ ამის შეჩერება იყო საჭირო პირველივე ეტაპზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „იმედი LIVE“-ის ეთერში მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და გვიგზავნის უბრალოდ სახელებს დოკუმენტების გარეშე და გვეუბნებიან რომ პარასკევს უნდა ჩავატაროთ სხდომა“ , - განმარტავს ბესელია.

„მე მგონია, რომ ამით უფრო ვეხმარები გუნდს და არ ვაზიანებ. ზიანის შესახებ კი იმათგან იმათგან მესმის ვინც მლიქვნელობს და ფარისეველობს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას აზრით, 2012 წლამდე რა სასამართლოც იყო, იმაზე უარესი ნამდვილად არ არის, თუმცა საჭიროა სანდოობის ამაღლება. „უბრალოდ მეტი სანდოობა სჭირდება და უფრო მეტად დაკარგავდა ეს სანდოობას, სია რომ დაგვემტკიცებინა“ , - ამბობს ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, უზენაეს სასამართლოსთან არ უნდა იყვნენ კავშირში ის ადამინები, ვინც სააკაშვილის პერიოდს უკავშირდება. „უზენაეს სასამართლოში არ უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ძალადობრივ პერიოდში არ იჩენდნენ ამიტომ თუ იმიტომ პრინციპულობას“, - განაცხადა ბესელიამ.

„ის სია უნდა გაიწვიონ უკან, უნდა მოხდეს კრიტერიუმზე შეთანხმება კანონში გაწერა. ჩემთვის მთავარი არის ეს პროცესი, რისთვისაც პოლიტიკაში ვარ. ამ პროცესში უნდა გავაკეთო ყველაფერი და ბოლომდე ვიყო ჩართული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх