,,პაციენტი დილის 5 საათისთვის, გულის გაჩერებით გარდაიცვალა" - იყო თუ არა H1 N1 გორში, სამი შვილის დედის გარდაცვალების მიზეზი

სტატიის ავტორი

იყო თუ არა H1 N1 გორში, ქალის გარდაცვალების მიზეზი. ,,გორმედის" კლინიკური დირექტორი, დავით ყაზაიშვილი დეტალებს განმარტავს:

,,კატასტროფის სამსახურის მიერ, 3 იანვარს, ღამის პირველის ნახევარზე, გორის ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და სუნთქვის მძიმე, ფაქტობრივად დეკომპენსირებული უკმარისობა. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ამ ქალბატონს 7 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და გორის ჰოსპიტალში გუშინ, 2 იანვარს მიიყვანეს, საიდანაც გადმოყვანა მოხდა ,,გორმედში“. რაც შეეხება გადმოყვანის მიზეზს, როგორც ჩვენთან კატასტროფის ჯგუფმა განაცხადა, ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილი არ იყო.
შემოყვანისთანავე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, დაუყოვნებლივ დაიწყო საკმაოდ აგრესიული რესპირატორული მხარდჭერა.
მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის თუნდაც სტაბილიზაცია და დილის 5 საათისთვის, გულის გაჩერებით პაციენტი გარდაიცვალა. სიკვდილის სავარაუდო მიზეზი არის გრიპი და გრიპით გამოწვეული მძიმე პნევმონია სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
არის თუ არა ეს H1 N1, ვერ გეტყვით, ამის დადასტურებას ვერ ვახერხებთ, თუმცა, ანამნეზურად რომ გრიპი იყო, ეს ფაქტია. გეტყვით იმასაც, რომ როგორც ანამნეზიდან ირკვევა და ოჯახის წევრებმაც გვითხრეს, პაციენტს ჰქონდა გულის მანკი".скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх