სუიციდის ორი ფაქტი შიდა ქართლში - 19 და 25 წლის ბიჭები ჩამომხვრჩვალი იპოვეს

სტატიის ავტორი

ახალი წლის დღეებში, შიდა ქართლში სუიციდის ორი ფაქტი დაფიქსირდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, 31 დეკემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მონასტერში 19 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. პირველ იანვარს, გამთენიისას, სუიციდის მეორე შემთხვევა დაფისირდა ქარელის რაიონში. სოფელ დირბში, 25 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილების ოჯახებში არ იციან, რა გახდა სუიციდის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. როგორც “დიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევაზე გამოძიება 115 მულით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх