საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

personuser access_time8-01-2019, 16:25


მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია