საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"სასწრაფოს მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა" -ავარიაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

personuser access_time9-01-2019, 12:07
წყარო: newposts.ge

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკეში -გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 12 ადამიანი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშებს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა.

დაშავებული სამი პირი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენები ქირურგიის ეროვნული ცენტრში, რეგიონალურ ჰოსპიტალში და ჰელსი ჯორჯიაში არიან მოთავსებული.

დაშავებულებს ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ასევე ორ პირს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა.

უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულია 9 მუშა, ხოლო დანარჩენი დაშავებულები სამედიცინო პერსონალია.

"კლინიკაში შემოყვანილ პირებს აღენიშნებათ, მსუბუქი დაზიანებები და ამ წუთებში უტარდებათ კვლევები. მათი დიაგნოზია ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა" - აღნიშნა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინე გელანტიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია