საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

personuser access_time9-01-2019, 14:34


საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

171.29 გრამი ოქრო ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ზ.რ.-სა და ი.რ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ჯამური ღირებულება 11 804.56 ლარია.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, 11 804.56 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია