საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

personuser access_time10-01-2019, 11:59
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქამდე მომუშავე თანამშრომლებიდან ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა, როგორც ცნობილია, თანამშრომელთა რაოდენობა უნდა განახევრდეს.

„ამ ეტაპზე მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია. რეორგანიზაცია ახლა დაიწყო და როგორ და რანაირად იქნება, ამას ვერ გეტყვით. სამსახურიდან გაშვებული ან შემცირებული არავინ არ არის, გარდა იმისა, ვინც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა ადმინისტრაცია. ყველაფერი ისე მიმდინარეობს და ისე გაგრძელდება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული“, - განცხადეს ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 9 800 000 ლარს შეადგენდა.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე უნდა შემცირდეს.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია