საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ტანსაცმელი მეზობლის ეზოში იპოვეს" - ახალგაზრდა მამაკაცს 16 დღეა ეძებენ

personuser access_time11-01-2019, 12:27


ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მკვიდრი 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა უკრაინაში, დედასთან წასულიყო, თუმცა მამის განცხადებით, ანატოლის პასპორტი არ ჰქონდა.

ცნობილია ისიც, რომ 29 წლის მამაკაცის ყველა ტანსაცმელი ქამრის გარდა, მეზობლის ეზოში იპოვეს.

"24 საათის გასვლის შემდეგ პოლიციას მივმართე. პოლიციამ მიტოვებული სახლები, ტყე, კარიერი და სოფლის გარშემო ყველა ადგილი მოიარეს, თუმცა ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად იპოვეს,"- ამბობს დაკარგული მამაკაცის მამა ნუგზარ მეფარიძე.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია