საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ლევან გოგიჩაიშვილი გია ვოლსკიზე - ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში

personuser access_time11-01-2019, 13:48


"ქართული ოცნების" დაპირისპირებული დეპუტატები ერთმანეთის ღია კრიტიკას მედიასთან არ ერიდებიან. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გია ვოლსკი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
"ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ორშაბათს ექნება ურთიერთობა მედიასთან და ისაუბრებს ყველა საკითხზე. მის მაგივრად სხვას ვერ შევაფასებ, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, სანამ ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გუშინ გია ვოლსკიმ ეკა ბესელიას მიმართებით თქვა, რომ „ამ პოზიციებით ერთ გუნდში ყოფნა შეუძლებელია“.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია