საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,გარდაცვლილმა მედიკოსებს გვიან მიმართა" - დღეს „ღორის გრიპით“ კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

personuser access_time11-01-2019, 15:05


ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მამაკაცმა სტაციონარს დეკემბრის ბოლოს მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვლილმა მედიკოსებს გვიან მიმართა.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღეს ვირუსით ამბულატორიული მიმართვიანობის სტატისტიკა შემცირებულია. შემცირებულია სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებლებიც.

აჭარაში 3 საათის მონაცემებით, 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ე.წ ''ღორის გრიპით'' ქვეყანაში სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია