საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გიორგი კახიანი - გუნდში ეკა ბესელიას დარჩენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება მის ქმედებებსა და განცხადებებზე

personuser access_time11-01-2019, 15:58


გუნდში არ ყოფილა მსჯელობა, რომ ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვოს და იმედი გვაქვს, არც მოგვიწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანწილად თავად ეკა ბესელიას ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

„უმრავლესობის რიგებში მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა, არ ყოფილა და იმედი გვაქვს, არც მოგვიწევს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება თავად ეკას ქმედებებზე, რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და თუ დაპირისპირება ისეთ სახეს მიიღებს, რომ ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ამის შემდეგ ბუნებრივია, შესაბამისი მსჯელობებიც იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას, როგორც კახიანმა აღნიშნა, ამ თემას პარლამენტი კანონში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ განიხილავს.

„ კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სასამართლოების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს კრიტერიუმებს და კონკრეტულ სტანდარტებს, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში. ამის შემდეგ მოხდება კონკრეტულ მოსამართლეებზე მსჯელობა. ფაქტობრივად, კონსენსუსი არსებობს უმრავლესობის რიგებში, რომ კანონმდებლობით უნდა იყოს გაწერილი კრიტერიუმები და სტანდარტები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ეკა ბესელია განცხადების გაკეთებას 14 იანვარს გეგმავს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება 10 იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია