საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სასწრაფოს მძღოლს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 5 ათასი ლარი შეუფარდა

personuser access_time11-01-2019, 16:17
სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს შარდენ ონიანს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა.

სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე დაინტერესდა გაარკვია თუ არა გამოძიებამ, თუ რა იყო მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, რატომ ჩაეძინა მძღოლს. მოსამართლე ასევე დაინტერესდა მძღოლის სამუშაო გრაფიკით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხები ჯერ უცნობია.

მძღოლს ბრალი ოფიციალურად 10 იანვარს წარედგინა. პროკურატურა მას სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტრაგედია თბილისში 9 იანვარს, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია